Friday, July 9, 2010

შხამქიმიკატები და ჯანმრთელობა


მთავარი იდეა შხამქიმიკატები და ჯანმრთელობა
მნიშვნელობა / აქტუალობა ჩვენი სოფელი დიდი ნაყოფიერებით არ გამოირჩევა . ძირითადად მებოსტნეობა და მებაღეობაა განვითარებული . ამ კულტურებს მრავალი მწერი აზიანებს . ამიტომ მათი მავნებლებისაგან დაცვა ჩვენს სოფელში ერთ –ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს .სოფლის მეურნეობის მავნებლებთან და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის სასუქების , მათ შორის შხამ – ქიმიკატების გამოყენება . ამ შხამ – ქიმიკატების გამოყენება მოსავლიანობას ზრდის , მაგრამ ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება . საფრთხე ემუქრება არა მარტო იმ ადამიანების ჯანმრთელობას , რომელთაც შეხება აქვს ამ შხამ – ქიმიკატებთან , არამედ იმ ადამიანებსაც რომლებიც მიირთმევენ იმ პროდუქციას , რომელიც ზედმეტი დოზით არის შეწამლული .
მიზნები და შედეგები ბუნ.IX.3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.
• მოჰყავს ლოკალურ და გლობალურ გარემოზე ადამიანის ზეგავლენის მაგალითები და გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო შედეგების შესახებ;
• გეგმავს (თანაკლასელებთან ერთად) ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებელ ღონისძიებას, ახორციელებს მას და შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე.
შეფასების საგანი და პროცედურები შეფასდება ჯგუფური მუშაობა და ზეპირი პრეზენტაცია
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ წინასწარ უნდა იცოდნენ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ზიანი მოაქვს შხამქიმიკატებს
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო სახელმძღვანელო, ქიმიური ლაბორატორიის ელექტრონული ვერსია, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი
სასწავლო პროექტის მსვლელობა თემის შერჩევის შემდეგ კლასი დაიყოფა სამუშაო ჯგუფებად (1 გაკვეთილი);
გადანაწილდება დავალებები (ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა გზით) (1 გაკვეთილი);
მოსწავლეები დაიწყებენ ინფორმაციის მოძიებას (3 დღე);
დაახარისხებენ და შეაჯამებენ მოძიებულ ინფორმაციას (3 დღე);
შექმნიან პრეზენტაციას პოვერპოინტით (3 დღე);
წარმოადგენენ პრეზენტაციას და შეფასდებიან (1 გაკვეთილი).

კრიტერიუმი მინიმალური საშუალოზე დაბალი საშუალოზე მაღალი მაქსიმალური
1-2 3-5 6-8 9-10
ჯგუფური მუშაობა ვერ ერთვება ჯგუფში მეტნაკლებად ერთვება ჯგუფში საკმაოდ კარგად ერთვება ჯგუფში კარგად ერთვება ჯგუფში
ზეპირი პრეზენტაცია ვერ წარმოადგენს მასალას უჭირს მასალის წარმოდგენა საკმაოდ კარგად წარმოადგენს მასალას კარგად წარმოადგენს მასალას